среда, 18 ноября 2009 г.

პროექტის აღწერა

1.პროექტის სახელი: ქართველები ევროპაში გუშინ და დღეს.
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პრობლემის დანახვა,გათავისება,შედარება ანალიზი და გადაჭრის გზების ძიება.
3.პროექტის სრული აღწერა:პროექტში მონაწილე ბავშვები პირველ ეტაბზე მოიძიებენ მასალებს ბიბლიოთეკისა და ისტ-ტექნოლოგიების მეშვეობით,მეორე ეტაბზე ბავშვები წარადგენენ თავიაანთ ნამუშევრებსა და მოძიებულ ინფორმაციას.(თავისუფალი თემები, ნახატები,ფოტომასალა)მესამე ეტაბზე პრობლემის გადასაჭრელად ბავშვები:1. იღებენ ინტერვიუს 2.ეწყობა ფილმების ჩვენება მოხდება ინტერნეტ ჩართვა საგაკვეთილო პროცესში საზღვარგარეთმცხოვრები რამდენიმე ადამიანისა. მაგ:სტუდენტი რომელიც ევროპაში სწავლობს;ქართველი ემიგრანტი;პოლიტიკოსი და სხვა.ადგენენ პრობლემის ანალიზის სქემას,ბოლოს კი ერთობლივად აწყობენ გამოფენებს,ქმნიან კატალოგს და ა.შ.
4.მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა: სამი-ოთხი თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ბავშვები მიეჩვევიან ინფორმაციის შეგროვებას,ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას.გამოიმუშავებენ გუნდური მუშაობის უნარებს. შევქმნით ლიტერატურული ტექსტების მონაცემთა ბაზას,კედლის გაზთებს,მხატრული შემოქმედების ნიმუშებს
8.სარგებელი სხვებისთვის: ჩვენ მიერ მოპოვებული მასალა თითოეულ მოსწავლეს საშუალებას მისცემს გაიღმავოს ცოდნა,მიიღოს მეტი ინფორმაცია,შეიქმნას სრულყოფილი წარმოდგენა თუ რატომ ტოვებდნენ ადამიანები სამშობლოს ძველად და რა შეიცვალა დღეს.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: მოწვეული სტუმრები
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტის განსახორციელებლად ძირითადი მასალა იქნება ლიტერატურული ტექსტები,ისტორიის გაკვეთილები საშუალებას მოგვცემს გამოვიკვლიოთ ეპოქის მახასიატებლები,გეოგრაფიის გაკვეტილსე გამომუშავებული უნარჩვევები კი ბავშვებს დაეხმარება მოძიებული ადგილების დაზუსტებაში,მათემატიკა კი სტატისტიკურ გამოთვლაში.
12.პროექტის ფასილიტატორი:ნანა ბუტიკაშვილი
13.ფასილიტატორის ელფოსტა:nanabutikashvili@gmail.com
14.პროექტის ვებ-გვერდი, ბლოგი:nanabutikashvili.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий